logo
ENG


თურნავა: შეზღუდვა, რომელიც ეხება "ვიკენდს", ეს არ არის ჩვენი "ნოუ ჰაუ"
  • 960ნახვები

შაბათ-კვირა, შეზღუდვა, რომელიც ეხება "ვიკენდს", ეს არ არის ჩვენი "ნოუ ჰაუ". თუ გადახედავთ ევროპულ ქვეყნებს, ძალიან ბევრგან მოქმედებს სწორედ მსგავსი შეზღუდვა. ისინი ამუშავებენ რესტორნებს, მაღაზიებს, სხვადასხვა დაწესებულებებს, მაგრამ შაბათ-კვირა და ღამის საათები შეზღუდვაშია. აქედან გამომდინარე, ახალი არაფერია. ეს არის შესაძლებლობა, რომ მობილობა მაინც შევზღუდოთ. შაბათ-კვირა, ტრადიციულად, მაღალია ვიზიტორთა რიცხვი იგივე რესტორნებში, იგივე "შოპინგ-მოლებში", ტრადიციული შაბათ-კვირის "შოპინგი", ეს ტრადიციად იქცა საქართველოშიც და ევროპაშიც. ჩვენ ვხსნით ბიზნესებს, მაგრამ ვაკეთებთ ისე, რომ მობილობა სხვა დღეებში გადანაწილდეს

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა "რუსთავი 2-ის" ეთერში შაბათ-კვირას არსებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა