logo
ENG


თურნავა: სერიოზული რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ
  • 1573ნახვები

მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინა პლანზე გამოვიდა სარესტორნე ინდუსტრიის პროტესტი, სერიოზული, სოლიდური რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ. იმიტომ, რომ ზოგადად, ტურიზმის ინდუსტრია - სარესტორნე, სასტუმრო, ეს არის კანონმორჩილი, მშვიდობიანი ინდუსტრია და წარმოიდგინეთ თქვენ, დაანონსებულ პროტესტს ქვია "სოციალური აფეთქება". ესე იგი, სოციალური აფეთქება, ამბოხი, რევოლუცია, გადატრიალება და ტურიზმი, ეს არის ორი სხვადასხვა პოლუსზე მყოფი ცნება

ამის შესახებ "POST TV-ის" ეთერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნების თვითნებურად გახსნის თემის კომენტირებისას განაცხადა. 200 კვების ობიექტი 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ, მაგრამ მთავრობის მიერ შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების შემდეგ, რესტორნებმა გახსნა დროებით გადადეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა