logo
ENG


კახაძე წულუკიანზე: კარგად იცის წვდომა, ფორმისა და შინაარსის დამაახლოებელია
ლადო კახაძე
08 თებ, 2021 11:38
კახაძე წულუკიანზე: კარგად იცის წვდომა, ფორმისა და შინაარსის დამაახლოებელია
  • 1489ნახვები

თუ ისე მეკითხებით, როგორც არაპარლამენტის წევრს, სადაც არ უნდა დაინიშნოს, თეა არის ძალიან კარგი ორგანიზატორი, კოორდინატორი და კარგად იცის წვდომა, შინაარსი - ფორმისა და შინააარსის დამაახლოებელია. ასეთი კადრი... სამინისტრო არის პოლიტიკის გამტარებელი, კოორდინატორი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პროფესიული კადრების პირდაპირი და უკუკავშირები, პოტენციალიზმის კაპიტალიზაციის დანახვა, მერე ამ რესურსის გამოყენება, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება... იმხელა გამოცდილება აქვს, სადაც იყო იქიდან მოყოლებული და ახლაც სადაც აგრძელებს, რომ... ქალბატონო თეა ისეთი კადრია, ისეთი გამოცდილების მქონე და ისეთი უნარ-ჩვევების მატარებელი, რომ ნებისმიერ საქმეს მაღალ დონეზე გაუძღვება

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ფორმულას კითხვას თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნას. ფორმულამ 18 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ მინისტრად წულუკიანი დაინიშნება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა