logo
ENG


მელია: ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი პარლამენტში, ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა?
ნიკა მელია
16 თებ, 2021 11:24
მელია: ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი პარლამენტში, ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა?
  • 473ნახვები

ძალიან ბევრ ადამიანს სურდა, რომ მე შევსულიყავი პარლამენტში, იყვნენ ალეკო ელისაშვილები და ასე შემდეგ, რომ "პარლამენტში შევიდეთ", "იქედან ვიბრძოლოთ". რომ შევსულიყავი პარლამენტში და მეღალატა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის, მათი სურვილი რომ არ გამეთვალისწინებინა, ლეგიტიმაცია მიმენიჭებინა პარლამენტისთვის და ალეკო ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი, დღეს ეს ყველაფერი რაც პარლამენტში ხდება მოხდებოდა? ანუ უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებდნენ? ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა? რა თქმა უნდა, არა. ესე იგი სწორად მოვიქეცი.

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფორმულას განუცხადა. პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა