ჩემთვის კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან? როგორ ფიქრობთ, 88 ადამიანში არცერთს არ ექნებოდა სურვილი, დღეს უბრალოდ არ მისულიყო პარლამენტში, არ აენთო მწვანე შუქი ნიკა მელიას დაჭერისთვის?
ქართული ოცნების პარლამენტმა ორჯერ დაიჭირა ნიკა მელია. ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო სხვაა, მაგრამ პარლამენტმა ორჯერ დაიჭირა უკვე ნიკა მელია. როგორ ფიქრობთ, ანრი ოხანაშვილს შეეშინდა ამ 88 ადამიანს თუ ირაკლი კობახიძის? რასაკვირველია, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნინო გოგუაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.