არც მელიაზე და არც არავისზე ოპოზიციაში, კომენტარს აღარ ვაპირებ საერთოდ. თუ ვინმეს რამე ჩემთან დაკავშირებით წუხილები და ჭმუნვები აქვთ, იციან ჩემი ნომერი და დამიკავშირდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია.
ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.