არ გამიკვირდება, რომ ღარიბაშვილის ფორმალური პირველი ბრძანება და ეს ივანიშვილის ბრძანება იქნება, იყოს სწორედ ის, რომ აქ მოვიდნენ, შეუტიონ ამ ოფისს, დააკავონ ნიკა მელია, სცადონ ნიკა მელიას დაკავება და ყველა აქ მყოფი ადამიანის.
მოაწყონ ისეთი რამ, რაც არც ერთ მთავრობას საქართველოში არ უქნია. თან ძალიან ნიშანდობლივი იქნება ამას თუ 23 თებერვალს გააკეთებენ - საბჭოთა არმიის დღეს. არჩევანი ივანიშვილზეა - ქვეყანას წაიყვანს დაძაბვის თუ სიტუაციის განმუხტვის გზით
განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ფორმულას ინფორმაციით, ენმ-ის ოფისში შეიარაღებული აგენტ-პროვოკატორის შეგზავნაა დაგეგმილი.