logo
ENG


გომელაური ოჯახში ძალადობაზე: შეიძლება გეღიმებათ, მაგრამ ქმარიც არის ხოლმე ნაცემი
  • 969ნახვები

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, მომართვიანობა გაზრდილია, შარშან თუ იყო, პირობითად, 400 - დღეს 500-ია. ძალიან ხშირია, როდესაც მეზობელი რეკავს 112-ში და გვატყობინებს, რომ არის რაღაცა ხმაური. მივდივართ და არის ბავშვი ნაცემი, არის მეუღლე ნაცემი. ნუ, იშვიათად, მაგრამ არის ხოლმე ქმარიც ნაცემი. შეიძლება გვეღიმება, მართლა ყოფილა ასეთი თემა. მართლა ყოფილა, რომ ქმარი იყო ნაცემი, ცოლმა ჩამარტყაო და თავგატეხილი დაგვხვედრია... რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ვიწყებთ გამოძიებას. ყოფილა ბევრი თემა, რომ დედა ყოფილა შვილის მხრიდან ნაცემი. რომ ვეუბნებით, რატომ არ დარეკეთო, შვილო, ეს ხდება დიდი ხანია, მაგრამ შვილს ხომ არ დავაჭერინებო? ეს დიდი უბედურებაა ყველა ჩვენთაგანისთვის და ქართველი კაცისთვის, მით უმეტეს. ყველა უნდა ჩაერთოს - მეზობელიც, და, ძმაც, შვილიც და არ უნდა იყოს სირცხვილი პოლიციისთვის შეტყობინება, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს

ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოჯახში ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა