logo
ENG


ტიკარაძე: თბილისი, გურია და იმერეთი წითლის მიმართულებით მიდის, შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ
  • 9177ნახვები

ვაქცინაციის ეფექტს საქართველო იგრძნობს არა უმეტეს სექტემბეი-ოქტომბერი. აქედან გამომდინარე, ის ილუზია, რომ დღეს გაკეთებული ვაქცინები ხვალ საშუალებს მოგვცემს, რომ არ გამოვიყენოთ პირბადე, არ დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ილუზია. პარალელურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ვაქცინაცია. 60% აცრილი იქნება 2022 წლის გაზაფხულისთვის. შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს უკვე რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად. ეს არის ამ ეტაპზე იმერეთი, გურია და სხვათაშორის თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის მაჩვენებელი არის 2.2, ასევე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ  [შეზღუდვებს]

ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში გააკეთა.



ასევე ნახეთ
close დახურვა