logo
ENG


გამყრელიძე: ივნისში ფაიზერის გარკვეული დოზები იქნება კოვაქსით
  • 1013ნახვები

გიდასტურებთ, რომ ივნისში ფაიზერის გარკვეული დოზები იქნება. ვერ დაგიდასტურებთ, რამდენი, მაგრამ იქნება კოვაქსის საშუალებით. ის, რაც [ჯანდაცვის] მინისტრმა ბრძანა ერთ მილიონზე, ესაა ორმხრივი მოლაპარაკებით.

იქედან იყო კითხვა, შეგვიძლია თუ არა? თქვენ გახსოვთ, ფაიზერს სხვანაირი -80-იანი ჯაჭვი სჭირდება. ახლა, უკვე სერიოზულად გავაძლიერეთ ეს -80 გრადუსიანი მაცივრები. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, დავასაწყობოთ 800 ათასიდან მილიონ დოზამდე ფაიზერი. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა