logo
ENG


გამყრელიძე: სააღდგომოდ მიდიან სოფლებში, კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში
  • 13379ნახვები

აღდგომის დროს ქალაქები იტვირთება, დადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე, ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში - მობილობა განიტვირთება და დაეცემა. 

გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოებია, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი, ზოგს - მიწები და ვფიქრობთ, რომ ამან გარკვეულად უნდა განტვირთოს სიტუაცია. მაგრამ თუ ამ უქმე დღეებს ჩვენ გამოვიყენებთ სხვა მიზნისთვის - თავშეყრებისთვის, ქეიფებისთვის, ეს მოგვცემს საპირისპირო შედეგს.

თქვა TV პირველზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 4-11 მაისს უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა