logo
ENG


ელისაშვილი: უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ - არა
  • 1014ნახვები

მე მოვუწოდებდი გირჩს და სხვებსაც, ვისაც შემოსვლა უნდათ, გაბედონ რა! თქვან, რომ შემოვლენ და ამ საკითხებზე იმუშავებენ. მე მიმაჩნია, რომ უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო მათი მხრიდან და ყველას მხრიდან, ვისაც შემოსვლა უნდა. უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ - არა. ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც დგას საშინელი პრობლემების წინაშე. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნის და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე. ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, მაგრამ 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც. საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ თუ არა?! უბრალოდ ოდირის დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას, თორემ მართლა გაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმაა ინიცირებული პარლამენტში.

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა