logo
ENG


თურნავა "რიონის მცველებზე": მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ
  • 1275ნახვები

აქტივისტები თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს. მე როგორც ვხვდები, მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი შეხვედრა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით მიმდინარეობდა და 10-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ჩამოვიდა ქუთაისში, გვქონდა მოლოდინი, რომ საქმიანი დიალოგი იქნებოდა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ მთავრობის წევრების მონაწილეობას და მათგან პასუხის მოსმენას. მაგალითად, იგივე გეოლოგიის საკითხებზე უნდა ისაუბროს ბატონმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელიც საქართველოს მთავარი გეოლოგია და არა ნათია თურნავამ, რომელიც არ არის გეოლოგი.  

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ის ფორმატი გაგებული იყო, როგორც საქმიანი, სამუშაო შეხვედრა, ხოლო, მეორე მხრიდან სხვა მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, თუკი აქტივისტებს გულწრფელად სურთ მიიღონ პასუხები მინისტრებისგან, ჩვენი სპეციალისტებისგან, ჩვენი კარი მათთვის ღიაა

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში. "რიონის მცველებმა" ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა რამდენიმე კვირის წინ აქტივისტებთან შეხვედრა დაწყებიდან 10 წუთში, კითხვებზე პასუხგაუცემლად დატოვეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა