logo
ENG


გამყრელიძე: ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვის დაწესება არ განიხილება
  • 712ნახვები

ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნი არ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის, ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამიტომ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. 

4% ჩვენ ზღვარად გვქონდა, როცა ვითარება მსუბუქდებოდა

ახლა დადებითობის მაჩვენებელი 2 კვირის მანძილზე გვაქვს 2.56% მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მარტო ამით ვერ იმსჯელებ. აქ აუცილებელია იმის ცოდნა, როგორია საავადმყოფოების, რეანიმაციული განყოფილებების, რესპირატორების და ა.შ დატვირთვა. რამდენიმე ინდიკატორია, რის შემდეგაც საბჭო ამ საკითხებზე მსჯელობს. 

ვადასტურებ, რომ რესტორნები არის ვირუსის გავრცელების მთავარი ფაქტორია. მეტი რისკი არის ის დაწესებულებები, სადაც არ არის დაცული რეკომენდაციები - 2-მეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის, მაქსიმუმ 4 ადამიანი ერთ მაგიდასთან და სხვა. 

ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვის დაწესება არ განიხილება. 

თქვა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს ლოქდაუნზე საუბარის დაწყების ნიშანია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა