logo
ENG


ელენე მაცხონაშვილი: ბესო ზანგური არის მოძალადე. აუდიტორიაში გოგოს უმოწყალოდ სცემა
  • 1575ნახვები

დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, "ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!

წერს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე. მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური მას სისტემატურად სცემდა, მათ შორის ორსულობის დროსაც. 



ასევე ნახეთ
close დახურვა