ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრალური საზოგადოება, რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა.
წერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ანა სანაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროს და შემდგომში, ბავშვის თანდასწრებითაც.