logo
ENG


რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე: ვგმობ ძალადობას და მხარს ვუჭერ ყველა ქალს
ქეთი სვანიძე
14 აპრ, 2021 17:49
რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე: ვგმობ ძალადობას და მხარს ვუჭერ ყველა ქალს
  • 2941ნახვები

ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი საუბედუროდ ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში, უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია.

ძალადობის აღიარება დღეს შიშის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ. მე მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას... მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას! არა ძალადობას!

წერს Facebook-ზე რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე. მსახიობმა ნინუცა მაყაშვილი თქვა, რომ მისი ყოფილი ქმარი და რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.



ასევე ნახეთ
close დახურვა