ჩვენ შევთანხმდით დღეს ერთ რამეზე, რომ არ ვიწყებთ წითელი ხაზებით. ყველაფერს ვუშვებთ დასაშვებად, ეს არის მთავარი...
ზოგჯერ არის, რომ ფიქრობ ორჯერ ორი არის ოთხი. ამაზე იყო ერთი შეხვედრა, ორი, ხუთი და რა საჭიროა მეტი, ხომ ყველაფერი ისედაც ნათელია, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. დიალოგი უნდა გვქონდეს იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციების ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ.