logo
ENG


ნინუცა მაყაშვილი: ქალებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, აღარაა ის დრო, ჩუმად რომ ვიყოთ
  • 996ნახვები

ძალიან რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია და არ ხარ ამისთვის მზად. თუნდაც თერთმეტი წელი იყოს, მე ამ დღემდე მოვდიოდი. რა მნიშვნელობა აქვს ამას 11 წელი დასჭირდებოდა თუ 21 წლის მერე ვიტყოდი ამას. ჩემი მიზანი არ იყო ის, რაც ხდება და რა კუდებიც გამოება.

რაც რუსთავი2-ში ვმუშაობ, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ვინც მსგავს სიტუაციაშია და ძალიან ბევრჯერ შევეხე ამ თემას. მე როგორც აქედან გაზრდილმა და გაძლიერებულმა ადამიანმა, ჩავთვალე საჭიროდ, ამ ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ ის, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან და ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რასაც მეც ვფიქრობდი 11 წლის წინ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება და ასე უნდა მეცხოვრა, მე ამ ქალებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ აღარაა ის დრო, რომ ჩუმად ვიყოთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამაზე.

განაცხადა მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.  მსახიობმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ისაუბრა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური ერთად ყოფნის პერიოდში მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.



ასევე ნახეთ
close დახურვა