logo
ENG


მეუფე იაკობი მაყაშვილზე: პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ეკლესიაზე?
მეუფე იაკობი
18 აპრ, 2021 13:47
მეუფე იაკობი მაყაშვილზე: პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ეკლესიაზე?
  • 7297ნახვები

გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც ფაქტიურად გააგდეს, გააძევეს და მიზეზი? - ძალადობა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? ერზე არ ძალადობთ? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ თითოეულ ადამიანზე? როგორ, თუ სადმე ძალადობა არ მოგწონთ, ეს მოგწონთ ? თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები, გინდათ? ცუდის გაკეთება ძალიან ადვილია, სიკეთის კეთებაა ძალიან ძნელი.

განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას. ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური მას სისტემატურად სცემდა, მათ შორის ორსულობის დროსაც. 



ასევე ნახეთ
close დახურვა