logo
ENG


მეგრელიშვილი: ვაპირებთ, პარლამენტში გავაკეთოთ გირჩის სამეფოს ოფისი
  • 1106ნახვები

ჩვენი სამეფო როგორც იცით არის ზურაბ ჯაფარიძის კრიზისის შემდეგ შექმნილი კონცეფცია, რომელმაც იმუშავა კრიზისის დროს გირჩის საზოგადოებაში, რამაც იდეაში შეგვინარჩუნა ჩვენი საზოგადოება და ვფიქრობთ, რომ ის მართლა სწორად გასავითარებელი იდეაა. გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტში გადმოვედით, ორი ოფისი გვაქვს და ვიწყებთ სინამდვილეში საარჩევნო კამპანიას. არ წარმოგვიდგენია უკეთესი ადგილი საარჩევნო კამპანიისთვის, ვიდრე ეს პარლამენტის შენობაა. აქ ვაპირებთ, რომ მართლა გავაკეთოთ გირჩის სამეფოს ოფისი. მეფე არის ჰერმან პირველი საბო.

 

განაცხადა პარტია გირჩის ერთერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელიც დღეს იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად პარლამენტში მივიდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა