logo
ENG


სამადაშვილი: მიხარია, ამდენმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა - მომავალში მიხვდება
  • 2702ნახვები

იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა... ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა - მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო) არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია.

მარტივია - გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ - ყველა სხვა ადგილი დაკავებულია... ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება...

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი. ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა. ხელი ინდივიდუალურად მოაწერა სამადაშვილმაც, რის გამოც ის თანაგუნდელების ნაწილმა გააკრიტიკა.



ასევე ნახეთ
close დახურვა