logo
ENG


რიში: კომპრომისი პირველი ნაბიჯია, შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება
ჯიმ რიში
20 აპრ, 2021 20:05
რიში: კომპრომისი პირველი ნაბიჯია, შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება
  • 1170ნახვები

ორშაბათს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ქვყეანას თვეებია უდგას. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ შეთანხმება ითვალისწინებს მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებს, ორი დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერის საკითხის გადაწყვეტას და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის უზრუნველყოფას. თავისი ძალისხმევით, ორივე მხარემ გამოიჩინა ლიდერობა და გამბედაობა, ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის სარგებლობის მოტანით. ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე დაბრუნება. 

მადლიერი ვარ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ელჩი დეგნანის ლიდერობით შეერთებული შტატების საელჩოს გუნდის მიერ გაწეული დაუღალავი შრომის. 

კომპრომისის პოვნა იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას აქვთ პასუხისმგებლობა, შეასრულონ ეს შეთანხმება წერილობითაც და სულისკვეთებითაც, რათა აღდგეს პოლიტიკური ნდობა. როგორც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, საქართველომ უნდა გაიაროს პოლიტიკური დევნის ეტაპი და იაროს ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყნის მშენებლობისკენ. ეს ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჩათვლით, მჭიდროდ დააკვირდებიან ამ პროცესს. 

აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა