logo
ENG


კობახიძე: შეთანხმების მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელს
  • 1142ნახვები

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ ის პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს. თეორიული შესაძლებლობა ამის არის გათვალისწინებული, თუმცა პრაქტიკულად, ყველამ იცის, რომ ეს არის გამორიცხული. არათუ 43%-იანის, ბევრად უფრო მაღალი ზღვარის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია, მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი 19 აპრილს მოაწერა.



ასევე ნახეთ
close დახურვა