logo
ENG


ვაშაძე: ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს
  • 2513ნახვები

[ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე] მე ავიღე პირდაპირ [დოკუმენტი] და ვთქვი - "ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. კი ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და უნდა ვიცოდეთ".

ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით - აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი [თალაკვაძესთან] და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო.

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში. ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა