logo
ENG


გამყრელიძე: კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაოში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ
  • 1606ნახვები

ჩვენ ახლა კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ. როგორც მოგახსენეთ, ყველანაირი პროგნოზირებით, ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს სადღაც აპრილის ბოლოდან პირველი ორი კვირა მაისის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. მოგეხსენებათ, არის გარკვეული ნიშნები, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა. თუ ჩვენ პირბადის ტარების ამ მაჩვენებელს, დაახლოებით 70-დან 80%-მდე შევინარჩუნებთ და კიდევ უკეთესია ავიდეთ 95%-ზე, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი მეტი იქნება.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა