logo
ENG


ელისაშვილი: თან გვლანძღავდნენ, თან ერთი სული ჰქონდათ, პარლამენტში შემოვარდნილიყვნენ ​
  • 805ნახვები

მოლოდინი ის მაქვს, რომ ზუსტად ვიცი, ყველა შემოვა, ოღონდ ახლა ნაციონალები არიან გაჭედილები და რა ქნან არ იციან. ასე ქნან ზიანდებიან, ისე ქნან ზიანდებიან და არიან ახლა წვალებაში. რეალურად, ამდენ ხანს უნდა მიეღო ყველას გადაწყვეტილება. ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კაია, შემოვიდნენ მაგრამ მაგის მიუხედავად, წყენებით ლაპარაკს არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ.

 

განაცხადა პარტია მოქალაქეების ერთერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, დღეს პარლამენტში მივლენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა