logo
ENG


თალაკვაძე: მელია არაა რაიმე უფლებებით აღჭურვილი ხელმომწერი მხარე, რომ პირობები გვიკარნახოს
  • 1121ნახვები

ნიკა მელია ამ შემთხვევაში არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა, მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, ეს შეეძლო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ახლა გარედან კარნახი პირობების, არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ოცნებაზე.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას და მმართველ გუნდს მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა