logo
ENG


იმნაძე: წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია
პაატა იმნაძე
28 აპრ, 2021 15:58
იმნაძე: წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია
  • 1335ნახვები

წლის ბოლომდე 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როგორ შეიძლება უფრო ფართოდ გაიშალოს. მოგეხსნებათ, ტრაგიკული შემთხვევის მერე, რაც მოხდა ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისში, შეიზღუდა სავაქცინო ადგილები კლინიკებით, ისიც ყველა კლინიკაში ახლა, ახლა კლინიკები გაფართოვდა და უკვე სინოფარმზე ჩაერთო პოლიკლინიკური ქსელი. დამერწმუნეთ, როცა ადამიანები დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხოა, ვაქცინაცია ყოველდღიური რუტინა გახდება. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ფართოდ გაიშლება ვაქცინაცია, ზაფხულიდან.

თქვა ფორმულას გადაცემა კომენტარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. მთავრობის გეგმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.



ასევე ნახეთ
close დახურვა