logo
ENG


გომელაური ავტოპარკის განახლებაზე: დაკავებისას დამნაშავეს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ
  • 1186ნახვები

კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ, ჩვენ 43 000 პოლიციელზე მეტი ვართ, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ. 30 მანქანა არის ზღვაში წვეთი, პირდაპირ გეტყვით. არ შეიძლება პოლიციელმა ფეხით გაატაროს შემოვლები ღამე. დამნაშავეს დაკავების დროს, ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანები გვჭირდება. აქედან გამომდინარე განვაახლეთ მანქანები, არა 30, ასობით მანქანა უნდა ვიყიდოთ კიდევ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლებამოვალეობა.

პოლიციელს სჭირდება ფორმა, პოლიციელს სჭირდება მანქანა, შეიარაღება და აქედან გამომდინარე ბევრჯერ მეკითხებიან ხოლმე ამდენი პრემია სად იხარჯება, დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა. ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა მეორე თემა პანდემიასთან ბრძოლაა და ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველდღე მუშაობენ, დღე და ღამე გარეთ არიან, აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ვახალისებთ და ვაძლევ პრემიებს

განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ავტოპარკის განახლებაზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა