logo
ENG


ვასაძე რუსეთში ბიზნესზე: წილი მაქვს ზოომაღაზიებში, ვაპირებ, გავყიდო ეს წილი
ლევან ვასაძე
06 მაი, 2021 23:01
ვასაძე რუსეთში ბიზნესზე: წილი მაქვს ზოომაღაზიებში, ვაპირებ, გავყიდო ეს წილი
  • 1663ნახვები

[რუსეთში] მე მაქვს წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიები ქსელი და ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვაპირებ, რომ გავყიდო ეს წილი, რათა არ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან. ახლა საშინელი, კატასტროფული დროა ყველგან, მათ შორის რუსეთში, და თუ მე ვერ შევძლებ ამ წილის გაყიდვას, იმიტომ, რომ აბსოლუტური კრიზისია, მაშინ მე ამას გადავაფორმებ ტრასტში, რომ ჩემთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს მართვის და ყურადღების თვალსაზრისით. ჩემი ცხოვრებისეული გზიდან, კრედოდან და იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მე მიკეთებია ამ წლების განმავლობაში, ვისაც მიაჩნია, რომ მე იოტისოდენ კომპრომისს დავუშვებ იმიტომ, რომ მაღაზიების ქსელში რაღაც წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაყვეს იმას, ვისაც ენდობა.

განაცხადა ძალადობრივი და ანტიდასავლური ჯგუფის ლიდერმა, ლევან ვასაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. დღეს, 6 მაისს, ვასაძემ თქვა, რომ პოლიტიკაში მიდის და პარტია ერი-ს დაფუძნებას აპირებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა