logo
ENG


დეკანოზი თამაზი: ვაპროტესტებ, მიუღებელია სასულიერო პირის აგრესია და ძალადობრივი საქციელი
  • 835ნახვები

მე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და მღვდელი ვაპროტესტებ, მიუღებელია, ვერაფრით და ვერასოდეს დავუშვებ და შევეგუები სასულიერო პირისგან აგრესიას, უხეშობას, ძალადობრივ საქციელს, მომრავლებულ ყოვლად სამარცხვინო და სასულიერო წოდებისთვის შეუფერებელ აგრესიას. ჩვენ იმიტომ ვართ ქრისტეს მიმდევრები, რომ რომც გვლანძღონ, გვდევნონ, გვაგინონ. თუნდაც პროვოკაცია მოგვიწყონ და შეურაცხგვყონ, უნდა თავმდაბლობით მოვითმინოთ და დავლოცოთ ჩვენი მაწყევარნი, სიყვარულით გადავუხადოთ ჩვენს მოძულეებს. გვიყვარდეს მტრებიც. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას არ ექნება პატივისცემა ჩვენდამი, ყველას არ ვეყვარებით, მაწყევარნიც გვეყოლება, მოწინააღმდეგებიც და მდევნელებიც, მაგრამ ამან არ უნდა შეგვცვალოს ჩვენ. მღვდლები პატივს არც უნდა ვითხოვდეთ და არც ვეძებდეთ, პირიქით, უნდა გვძულდეს პატივი ჩვენი თავისთვის. ქრისტეს მოწაფე უნდა ჰგავდეს ქრისტეს. სასულიერო პირებს რომ მარჯვენა ყვრიმალში გაგვარტყამენ, უნდა მივუშვიროთ მარცხება, ვინც წაგვართმევს ხალათს, უნდა გავატანით პერანგიც. თუ შეგვავიწროვებენ და დევნას დაგვიწყებენ, უნდა დავლოცოთ და მაინც სიკეთე მივაგოთ მათ. ესაა ქრისტეს რჯული, ესაა სახარება, ესაა ქრისტეს მიმდევრობა, ამაშია ჩვენი სარწმუნოების ძალა. სხვაგვარად არ არსებობს ქრისტიანობა

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, მთავარი არხის ჟურნალისტს მეუფე ანტონ ბულუხია ფიზიკურად და სიტყვიერად დაესხა თავს.

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა