logo
ENG


მეუფე ნიკოლოზი: თუ პირადად ლომჯარიას უნდა ბავშვთა სახლში შესვლა, არ მგონია, პრობლემა იყოს
  • 1185ნახვები

ვის არ აჩვენებს მეუფე სპირიდონი? ესე იგი, თუ სახალხო დამცველზეა ლაპარაკი მაინცდამაინც, პირადად მასზე, მე ვიცნობ და არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდება ქალბატონი ნინო, ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი, მიმზიდველი, განათლებული, კარგი ადამიანია. მას თუ უნდა შესვლა, მე არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა იყოს. მე არ მგონია პრობლემა იყოს მის რომელიმე თანამშრომელზე, უბრალოდ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს თანამშრომლები მომზადებულები არიან შესაბამისად, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ შევიტანოთ კვალიფიკაციაში ადამიანის... რაც შეეხება იმას, რომ ესენი თქვენი თანდასწრებით შევიდნენ, თქვენ ვინა ხართ, მედია ხო? თუ თქვენ გინდათ პირადად, შევიდეთ, მე არ მგონია, პრობლემა იყოს, მაგრამ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ტელევიზიების თანხლებით? ეს არის გამორიცხული. თუ არ გინდათ ტელევიზიით, მაშინ გაირკვევა ეს ამბავი. ჩემი ოცნებაა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება და სამართლებრივად გადაწყდეს ეს საკითხი.

განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ უშვებენ. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას სხალთის ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენი გააკრიტიკა და შეურაცხყოფა მიაყენა: "კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა