logo
ENG


თურნავა ნამახვანჰესზე: სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროსადგურებს
  • 1072ნახვები

პროექტი არის ძალიან მსხვილი, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე. თუმცა, ზოგადად, როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების რეჟიმში, სხვაგანაც, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროსადგურებს, აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის. მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონების მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე, ბევრი არასწორი ინფორმაცია, მითი ცირკულირებდა და ჩვენ, ასევე თვითონ ინვესტორი კომპანიაც ვცდილობთ, რომ ეს მითები გავაქარწყლოთ.

 

ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს

 


ასევე ნახეთ
close დახურვა