logo
ENG


ვოლსკი: პროტესტის ეს ფორმა პატრიოტულ თემას აღვივებს, თან ეროვნულ ინტერესს უპირისპირდება
გია ვოლსკი
25 მაი, 2021 12:52
ვოლსკი: პროტესტის ეს ფორმა პატრიოტულ თემას აღვივებს, თან ეროვნულ ინტერესს უპირისპირდება
  • 1502ნახვები

საკმაოდ დიდია მასალა, რომელიც საერთაშორისო დონის ექსპერტებმა მიაწოდეს ჩვენ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ საფრთხის შემცველია, არამედ აუცილებელია ამ პროექტის [ნამახვანჰესის] განხორციელება დამოუკიდებელი ქვეყნისათვის. როგორც ეკოლოგიური, ასევე ეროვნული თვალსაზრისით, ყველა ასპექტით მნიშვნელოვანი პროექტია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ესეც დასაშვებია. ჩემი სიმპათია მათ, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პროტესტის ასეთ ფორმაზე გადასვლა, რა საკვირველია, ბევრ ეჭვს აჩენს პოლიტიზირებაზე და ზოგადად იმ ემოციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პატრიოტულ თემას აღვივებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. მათ შორის, თუნდაც 26 მაისის ბლოკირებით ან ხელშეშლით, ან თუნდაც პარალიზებით და ასეთი ულტიმატუმებით, რომელიც გავიგონეთ ორგანიზატორების მხრიდან.

 

ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა გუშინ, 24 მაისს, მოქალაქეებს მოუწოდა, "26 მაისს მათ აქციაზე მივიდნენ და არა აღლუმზე".



ასევე ნახეთ
close დახურვა