logo
ENG


მაჭარაშვილი გახარიაზე: თავად შედის ისეთ ჩიხში, საიდან გამოსვლაც შეიძლება ძალიან გაუჭირდეს
  • 893ნახვები

რაც შეეხება მის [გიორგი გახარიას] განცხადებებს კორუფციასთან, ნეპოტიზმთან დაკავშირებით, როგორც ვამბობდით, აქაც არის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მგონი, თავად შედის ისეთ ჩიხში, საიდანაც შეიძლება, ძალიან გაუჭირდეს გამოსვლა. ისეთი განცხადებები აქვს, რომელიც პირდაპირ არის მისი, როგორც ქართული ოცნების პრემიერის მისამართით. აქედან გამომდინარე, მგონი კითხვას რომ დასვამს, პასუხიც რომ თავად გასცეს, როგორც ქართული ოცნების პრემიერმა, უფრო კარგი იქნება.  

 

ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც საკუთარი პარტიის პრეზენტაციისას თქვა, რომ "კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა