logo
ENG


ელისაშვილი ენმ-ზე: გაბანძებულები და თავლაფდასხმულები შემოდიან პარლამენტში
  • 1114ნახვები

თვითონაც წვალობდნენ და ქვეყანასაც აწვალებდნენ... ვეუბნებოდით ხოლმე მე და ლევანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რომ უმანდატო უგულავას და ბოკერიას ჭკუაზე ნუ დადიხარ-თქო, იმათ დასაკარგი არაფერი აქვთ-თქო. არ დაგვიჯერეს, წააგეს და გაბანძებულები, თავლაფდასხმულები შემოდიან ახლა პარლამენტში... რაც მაგათმა გვლანძღეს და გვთათხეს, ფეხით გამოგათრევო ეგენი არ მეუბნებოდნენ?! და თავისი ფეხით შემოდიან პარლამენტში... ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი ამ ხნის განმავლობაში აჩვენა, რომ არც პოლიტიკური ალღო აქვთ, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი და არც ეს ქვეყანა უყვართ. ერთადერთი რაღაც უტრიალებთ თავში, ეს არის რევოლუციის სურვილი. მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერენ, ესეც პოლიტიკური უმეცრების ნიშანია ამხელა პარტიისგან.

განაცხადა პარტია მოქალაქეების ერთერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში დღეს შევლენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა