logo
ENG


გოცირიძე პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე: არასერიოზულია, გააჩერეთ ამ კანონის მიღება
  • 771ნახვები

აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებით შემოდიხართ, რომელიც რაღაც თავდაპირველი საბოტაჟის პრევენციის მიზანს არ ემსახურება. ბოიკოტიც შეიძლება ერთწლიანიც გამოაცხადო და ესეც საბოტაჟად შეიძლება ჩათვალო მაშინ. მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან. თქვენ ახსენეთ, ნაციონალური მოძრაობა შემოვიდა და ამათზე არ გავრცელდებაო. ჩვენ დაფინანსების შეწყვეტის შიშით დავბრუნდით უკან? ეს იყო ბერკეტი იმისა, რომ ჩვენ თქვენი გაგებით საბოტაჟს ვუცხადებდით და ახლა თქვენივე გაგებით დავბრუნდით? თურმე თაფლაკვერისა და მათრახის მეთოდი გამოიყენეთ... კარგით რა, არასერიოზულია, დაამთავრეთ, გააჩერეთ ამ კანონის მიღება.

განაცხადა ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც, თუ პარტია მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა