logo
ENG


თურნავა გუმათზე: პოლიციას ნამდვილად არ უხარია იქ დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ
  • 1060ნახვები

იქ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებული უნდა იყოს მათ შორის იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. მინდა გითხრათ, რომ პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ. პოლიციის იქ ყოფნის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის. იყო ამის სამწუხარო მაგალითები. აქედან გამომდინარე, როგორც კი ჩვენ გვექნება თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა იქ თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი და ასე შემდეგ. თუ გვექნება გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, საკითხი მყისიერად გადაწყდება.

 

ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას - როდის დატოვებს პოლიცია რიონის ხეობას, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მოქალაქეები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 12 ივნისს, ჰესის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ის პირობები განიხილეს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც აქტივისტები სახელმწიფოსთან მედიაციის პროცესს დაიწყებენ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა