logo
ENG


თურნავა: როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვები ღამის კლუბებზე გავრცელდება
  • 1087ნახვები

ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, მინიმალური რაოდენობა შეზღუდვების რჩება და მათ შორის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე. ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. ვფიქრობთ, რომ უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა შესაძლებლობები არსებობს დახმარების, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც ბევრი სხვა. როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება. მზად ვართ, კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად შევხვდეთ და განვიხილოთ, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ წამოვა ინიციატივები კლუბებისგან, აუცილებლად მოვისმენთ და მოვნახავთ გამოსავალს.

განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება, თუმცა ამის მიუხედავად, რესტორნები, ღამის კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები მუშაობს მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა