logo
ENG


ვაშაძე ანგარიშზე: ერთი პოზიტივი ვიპოვე, ვეფხისტყაოსანი ინდურად ვთარგმნეთ, დანარჩენი ტყუილია
  • 881ნახვები

რომ არ თქვას არავინ, რომ მე მხოლოდ ცუდს ვეძებ, ნამდვილად ვიპოვე ერთი პოზიტივი მის ანგარიშში და მინდა, რომ ამას ხაზი გავუსვა. მადლობა ინდოეთის რესპუბლიკაში ჩვენს საელჩოს და ბატონ ბუ პინდერ აზიზ პარიჰარს. ეს არის ინდოელი პოეტი, რომელმაც ინდურ ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი. ეს მართლაც საშვილიშვილო, ისტორიული საქმეა. ასეთი საქმე შეგვიძლია ჩავუთვალოთ გაკეთებულ საქმედ მთელ ცხრა წლის მანძილზე, არ ვხუმრობ. პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე ვეფხისტყაოსანი ინდურად ვთარგმნეთ, მადლობა ამისთვის. დანარჩენი ტყუილი და ცინიზმი იყო და მეტი არაფერი.

ასე აფასებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრის წლიურ ანგარიშს.



ასევე ნახეთ
close დახურვა