logo
ENG


ხვიჩია პრაიდზე: მჯერა, რომ პოლიცია წესრიგს უზრუნველყოფს, მშვიდად ვარ
იაგო ხვიჩია
29 ივნ, 2021 15:46
ხვიჩია პრაიდზე: მჯერა, რომ პოლიცია წესრიგს უზრუნველყოფს, მშვიდად ვარ
  • 1142ნახვები

მე არ ვარ ადრესატი კითხვაზე - უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი ან მოდის კვირეული საქართველოში. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მე სრულად ვუერთდები და ვიზიარებ ევროპელი პარტნიორების შეფასებას ამ თვალსაზრისით. კითხვები იმდენ რამეზე ჩნდება ჩვენს ქვეყანაში, მაგის გამო ჩვენ რომ რამე არ ჩავატაროთ, ან რაღაცაზე უარი ვთქვათ, ჩემი აზრით, ძალიან საზიანო იქნება ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას, შესაბამისად, მშვიდად ვარ ამ მიმართულებით.

განაცხადა პარტია გირჩის ერთერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ღირსების მარშთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 5 ივლისს არის დაგეგმილი. საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს, 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა