logo
ENG


სუბარი: ოჯახს არასდროს უნდა, გვამის ექსპერტიზა ჩატარდეს, თუ მათაც გარკვეული ეჭვები აქვთ
სოზარ სუბარი
12 ივლ, 2021 10:09
სუბარი: ოჯახს არასდროს უნდა, გვამის ექსპერტიზა ჩატარდეს, თუ მათაც გარკვეული ეჭვები აქვთ
  • 1402ნახვები
რადგანაც ითქვა, რომ ოჯახი წინააღმდეგი იყო... შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ იქ მისულიყო საზოგადოების ნაწილი და ეთქვა, რომ ექსპერტიზას არ ჩავატარებთ. ეს ნიშნავს, რომ გავიდოდა 10 წელი და არ გვეცოდინებოდა, რა არის გარდაცვალების მიზეზი.
 
ოჯახის დამოკიდებულება გასაგებია, ოჯახს არასდროს უნდა, გვამის ექსპერტიზა ჩატარდეს, იქ თავის ქალა ახადონ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათაც გარკვეული ეჭვები აქვთ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.
 
საზოგადოებას არასდროს გვეცოდინებოდა პასუხი და მუდმივად დარჩებოდა კითხვის ნიშნები წლების განმავლობაში, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომაც, როგორც ჩანს, პოლიცია თვითონაც უცებ ვითარებაში ვერ გაერკვა და ასეთი ფორმით მოხდა გადაყვანა ექსპერტიზა.

ასე უპასუხა ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა იმედის წამყვანის კითხვას, რატომ იჩქარეს ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება და რატომ - ასეთი ფორმით. ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაასვენეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა