logo
ENG


დეკანოიძე მოლდოვის პრეზიდენტზე: მადლობა მას ამ სიტყვისთვის, იმედია, ღარიბაშვილი უსმენდა
  • 975ნახვები

დიდებული სიტყვა იყო. რომ გამოაკლო მოლდოვა, გეგონება, რომ საქართველოზე საუბრობს. მე კარგად მახსოვს მთელი ეს ჩამყაყებული სისტემა, მათ შორის მოლდოვის სასამართლოში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. იუსტიციის რეფორმაზე ვმუშაობდით  და მახსოვს ჩვენი პარტნიორების იმედგაცრუება, მაშინაც იყო შეწყვეტა ტექნიკური დახმარების... ზუსტად იგივე, რაც ახლა ხდება. დიდი მადლობა ამ სიტყვისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უსმენდნენ უმრავლესობის წევრები და ღარიბაშვილი უსმენდა. ხალხმა მოიგო მოლდოვაში არჩევნები, დიასპორამ მოიგო. ფარ-ხმალი არ დაყარეს და მიუხედევად იმისა, რომ სოციალისტური პარტია დოდონი რუსეთი ძალიან აქტიური იყო, მან შეძლო, ქალმა, და ნამდვილად, მოლდოვა სამშვიდობოს გავიდა. ახლა მოლდოვა ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან.

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. მაია სანდუმ ​მისი ქვეყნის მაგალითი გაიხსენა აღმოსავლეთ პარტნიორობის დაწყებისას და თქვა, რომ მაშინ ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია მოლდოვა. მანვე აღნიშნა, რომ სანქციების გარეშე ქვეყანამ დაკარგა რეპუტაცია და კრიზისის გამო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსაც ვერ ასრულებდა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა