logo
ENG


დეკანოიძე კუჭავას: ქალებზე ძალადობა არ შეიძლება და ასწავლეთ ეს თქვენი უმრავლესობის წევრებს
  • 1401ნახვები

ძალიან დიდი ხანი სამართალდამცავ უწყებაში ვმუშაობდი, მაგრამ ასეთი ახლო შეხება და ძალადობა მე პირველად ვნახე დეპუტატების მხრიდან დეპუტატებზე. ბატონო კახა, ეს ახალისებს ქუჩაში ძალადობას. როდესაც დეპუტატი კაცი პროტესტის გამოხატვის ფორმას ახშობს და ქალს ეხება ფიზიკურად და მოქალაქე ხედავს, რომ ამ დეპუტატებზე არავითარი რეაგირება არ აქვ და მოქალაქე უყურებს, რომ ქალზე ძალადობა შესაძლებელია, ამით მათ შორის თქვენი მიღებული კანონები, რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, წყალში იყრება. რა აზრი აქვს რამეს, თუ თქვენთან დასალაპარაკებლად დეპუტატს შეუძლია იღლიებში ხელი ამოსდოს ქალს და ფიზიკურად გაათრიოს. როგორ შეიძლება ასეთი რამ...

ბატონო კახა, მე მინდა, რომ თქვენ ამ ადამიანებს, ქალებს, ყველას გასცეთ პასუხი. ძალადობა არის დაუშვებელი, ქალებზე ძალადობა არ შეიძლება და ასწავლეთ ეს თქვენი უმრავლესობის წევრებს.

ასე მიმართა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიურის სხდომაზე, სადაც 18 ივლისს ქალ დეპუტატებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება იყო



ასევე ნახეთ
close დახურვა