logo
ENG


გუმბარიძე მთავარ არხზე: ეჭვგარეშეა, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკური ნების განხორციელებაა
  • 1026ნახვები

ხელისუფლების ყველა შტო არის უზურპირებული ხელისუფლების მიერ. ცოტა ხნის წინ გვახსოვს ირაკლი კობახიძე, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობდა, რომ კონკრეტულ მედიებში აქვს მას ინფორმაცია, რომ არის ფინანსური დარღვევები და ეს საჭიროებს შესწავლას. ვხედავთ, რომ სულ რაღაც 1 კვირაში მთავარი არხის გაყიდვების სახლში შევიდა საგადასახადო ინსპექცია. ანუ კობახიძის მოწოდებების აღსრულება დაიწყო. ეს მასობრივი შტურმი, რომელიც მედიის წინააღმდეგ ხორციელდება, კიდევ უფრო დრამატულ ფაზაში შევიდა... ეჭვგარეშეა, რომ არის ხელისუფლების პოლიტიკური ნების განხორციელება. გეგმიურ შემოწმებაზე კომპანიებში, მით უმეტეს პანდემიის დროს, თითქმის არ შედიან. იურიდიულად და სამართლებრივად არ არსებობდა მიზეზი, რომ ამ ვითარებაში, და წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარიყო ფინანსური პოლიციის შესვლა მთავარის გაყიდვების სახლში, რადგან ვიცით, რომ კომპანია არც თუ ისე დიდი ხნის გახსნილია

განაცხადა ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ. მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო სამსახური არხის გაყიდვების სახლში შევიდა.  

 



ასევე ნახეთ
close დახურვა