logo
ENG


გვარამია: R2-ის და იმედის გაყიდვების სახლსაც აცნობეს [შემოწმებაზე], დააბალანსეს ბიჭებმა
  • 582ნახვები

აქა ამბავი, როგორ გადაწყვიტა საგადასახადომ ჩვენს მიერ ატეხილი ხმაურის გადაფარვა: ხომ თქვეს, 500 შემთხვევითი შერჩევით კომპანიაში შევედითო. ეს ჩვენ დღის 12 საათზე ვიცოდით. მერე ყარეს სრული სისულელე განცხადებები. არ უშველათ და აგერ 2 საათის წინ რ2ის და იმედის საერთო გაყიდვების სახლს (დი ეს კაპიტალი) აცნობეს, რომ ისინიც შემთხვევით შერჩეულ 500ში არიან. უბრალოდ, ათი საათის შემდეგ მოხდა ეგ. დააბალანსეს ბიჭებმა.

წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე. გუშინ, 27 ივლისს, გვარამიამ თქვა, რომ არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ეს გეგმიური შემოწმების ნაწილია და მთავარ არხს არ ეხება.



ასევე ნახეთ
close დახურვა