logo
ENG


მარგველაშვილი: მიშელის განცხადება უაღრესად სუსტია, არ მოიაზრება, რომ პროცესის გარანტორია EU
  • 1276ნახვები

სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უაღრესად სუსტი განცხადება, რომელშიც არ მოიაზრება ის, რომ ავტორი და გარანტორი ამ პროცესისა არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ერთია, როდესაც შენი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ უხეშ ნაბიჯს არ აფასებ და ეს ამ განცხადების ერთი სუსტი მხარეა და მეორე სუსტი მხარე არის იმ არგუმენტის გაგრძელება, რომელიც ამ თაღლითური ჯგუფის მიერ შეურაცხმყოფელად იყო მოწოდებული საზოგადოებისთვის, რომ თურმე, ისინი ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის გამო. 

არის ვითარებები, სადაც სიტყვა "მაგრამ" და "ორივე მხარე" თავისთავად უკვე პოლიტიკური შეცდომაა. 5 ივლისს დაიწყო ტექსტები, რომ "ძალადობა კი იყო, მაგრამ" და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. არავითარი მაგრამ... სადაც შენ გაქვს ძალადობა და მკვლელობა, სიტყვა "მაგრამ"-ს ნუ ჩადგამ. ეს ნათელი გზავნილი იყო. ასეთივე ნათელი გზავნილია ამ სამარცხვინო თაღლითობის განხილვის პროცესში რამენაირად ვილაპარაკოთ ორ მხარეზე. 

ასე ეხმაურება გადაცემა კომენტარში საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შარლ მიშელის განცხადებას ოცნების შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლასთან დაკავშირებით. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა