logo
ENG


ზარქუა ზურაბიშვილზე: რადიკალურ ოპოზიციაზე განცხადება არ აწყენდა
  • 1128ნახვები

მე ვისურვებდი, რომ ქალბატონ პრეზიდენტს უფრო მეტი აქცენტირება გაეკეთებინა მიშელის დოკუმენტზე არმომწერი რადიკალების მისამართითაც. ჩვენ, რეალურად, ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ მომხდარიყო ესკალაციის შემცირება. მათ შორის, ხელწერა, ამ რეფორმებზე, რაც დოკუმენტში აისახა, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონოდა ჩართულობის მეტი ხარისხი. ჩვენ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, თუმცა რადიკალურ ოპოზიციაზე განცხადება, ალბათ, არ აწყენდა და უფრო დაბალანსებულად წარმოჩნდებოდა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიშელის დოკუმენტი უალტერნატივოა. მისი თქმით, ის არ ეთანხმება ოცნების არგუმენტს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა.



ასევე ნახეთ
close დახურვა