logo
ENG


ცერცვაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთა ნაწილი დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით
  • 2448ნახვები

მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 ათასი ავადმყოფიდან, ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, 1-2 დღე ჰქონდათ სიცხე და მერე გაუარათ, ეს ადამიანები არ იცავენ თვითიზოლაციას, დადიან ქუჩაში და სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას.

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 54 პაციენტი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა